понедельник, 4 июля 2016 г.

                                                              კურსის  რეფლექსია

  22.05-დან  11.06-მდე  გავიარე   ტრენინგი  ინტელის  საგანმანათლებლო  კურსი,  პროექტებით  სწავლება   ისტ-ის  ინტეგრირებით.  გარკვეული  მიზეზების  გამო  მქონდა  გაცდენები,  რის  გამოც  იგივე   ტრენინგი  გავიარე   განმეორებით  17.06-დან  4.07-ის  ჩათვლით.
      ტრენინგის  თითოელი  დღე  იყო  საკმაოდ  შრომატევადი,  რთული,   სიახლეებით  სავსე.
      ვისწავლეთ  პროექტის  დაგეგმვა.  შევქმენით   საქაღალდე

, რომელშიც  განვათავსეთ  პროექტისათვის  საჭირო   ყველა  რესურსი.
     ეს  ტრენინგი  მნიშვნელოვანი  იყო,  იმით,  რომ  ის  ავითარებს  მაღალ  სააზროვნო  უნარებს.
       

четверг, 30 июня 2016 г.

    ტრენინგის  მერვე  დღე  მეტად  საინტერესო  და  მრავალფეროვანი  აქტივობებით  იყო  დატვირთული.  განვიხილეთ  თუ  როგორ  უნდა  გადაუნაწილოთ  მოსწავლეებს  დავალებები,  ისე  რომ  გავითვალისწინოთ  სპეციალური  საჭიროების  მქონე,  ნიჭიერ  და  არაქართულენოვან  მოსწავლეთა  შესაძლებლობები.
 დავაკვირდით  ფასილიტაციის  სხვადასხვა  ნიმუშებს.  ხაზი  გაუსვით  თუ,  რამდენად  მნიშვნელოვანია  ის.

среда, 29 июня 2016 г.

  მე-7  დღეს   განვიხილეთ  "ვიუერის"  მე-5  მოდული.
 "მოსწავლეთა  პროექტების  შეფასება."
 გავეცანით  როგორ  უნდა  შევაფასოთ  მოსწავლე?
 როგორ  შეიძლება  ჩავრთო  მოსწავლეები  შეფასების  პროცესში?
 რუბრიკების  ბიბლიოთეკაში  შევარჩიეთ  შესაბამისი  ინსტრუმენტები.

понедельник, 27 июня 2016 г.

მე-6  დღე  საკმაოდ   დატვირთული  იყო  სიახლეებითა  და  საკითხთა  მრავალფეროვნე-  ბით.  განვიხილეთ  მე-4  მოდული.   გავეცანით  მოსწავლეთა  სავარაუდო  ნაშრომებს.
გავიხსენეთ  პოვერპოინტში  დიზაინის  შექმნა  და  შეცვლა.
შევისწავლეთ  თუ,  როგორ  უნდა  მოვახერხოთ  ფაილის  ინტეგრირება  პოვერპოინტში.

  

суббота, 4 июня 2016 г.

ტრენინგის  მე-5  დღე  საკმაოდ  შრომატევადი,  საინტერესო  და  მრავალფეროვანი  იყო.
განვიხილეთ  რჩევები  და  მეთოდები  უკუკავშირისთვის.  ხაზი  გაესვა  დროული  უკუკავშირის  გამოყენებას,  მხოლოდ  ყველაზე  მნიშვნელოვანი  კომენტარით.
განხილული  იქნა  საავტორო  უფლებების  დაცვა.  გავეცანით  მის  ნორმებს  პროექტისატვის  საჭირო  ბიბლიოგრაფიას.
ხმებისა  და  მელოდიის  ჩამოტვირთვას  სხვადასხვა  საიტიდან.

воскресенье, 29 мая 2016 г.

ტრენინგის  მეოთხე  საკმაოდ  დატვირთული და შრომატევადი  იყო.  განვიხილეთ პროექტზე  დაფუძნებული  სწავლის  შეფასება.  შეფასების მიზნები  და სტანდარტები.
შევქმენით ვმვ  ცხრილი, გონებრივი  იერიშის  რუკა  და  ვენის  დიაგრამა.

суббота, 28 мая 2016 г.

ტრენინგის  მესამე  დღე  იყო  ნაყოფიერი.  გავეცანით  ბლუმის  ტაქსონომიას.  განვიხილეთ  პროექტის  შესადგენად   გამოსაყენებელი  სხვადასხვა  მაგალითები.  გავეცანით  პროექტის  გეგმას.